22:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 14:57:22, 1938 ნახვა

სხვადასხვა
ირანი ზნეობის პოლიციას აუქმებს

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში „ზნეობის პოლიცია“ დაიშლება. - ამის შესახებ, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

„ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“, - აღნიშნა ირანულ მედიასთან გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.

ამასთან გაურკვეველია, ე.წ მორალის პოლიცია ისევ სხვა კონტექსტში შეიქმნება თუ სხვა სახელით. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება "ზნეობრივი" დანაშაულებისთვის გაგრძელდება.

ამასთან ირანის ხელისუფლება ცვლის კანონს ქალებისთვის ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ. ამის შესახებ ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა განაცხადა.
ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ორთვიანი საპროტესტო აქციების შედეგია ქალთა ჩაცმულობის კოდექსთან დაკავშირებით. მონთაზერის თქმით, ამ საკითხზე ირანის პარლამენტი და სასამართლო სისტემა უკვე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი კონსერვატორების თითქმის სრული კონტროლის ქვეშ არიან. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ადრე განაცხადა, რომ ქვეყნის რესპუბლიკური და ისლამური საფუძვლები კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, მაგრამ არსებობს მათი განხორციელების „მოქნილი“ გზები.

2022 წლის 16 სექტემბერს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც უკავშირდება 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის ვიცე-პოლიციის მიერ მკვლელობას, რომელიც დააკავეს ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევისთვის. შედეგად, ბევრმა ირანელმაც შეწყვიტა მისი ტარება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 14000 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics