11:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 12:21:44, 1843 ნახვა

სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package - SNGP) სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში 2017 წლის სექტემბრიდან იყო მოვლენილი და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასა  (NATO Special Operations Headquarter -NSHQ) და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და SNGP-ის განხორციელების სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics