2021-06-15 11:12:16, 631 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი ნინოწმინდაზე - ჩემთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საჭიროა თუ არა მსგავსი პანსიონატების არსებობა
ჩემთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საჭიროა თუ არა მსგავსი პანსიონატების არსებობა, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ნინოწმინდის პანსიონატის შემთხვევა სისტემური პრობლემაა.
„აქ არის სისტემური პრობლემა,ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალეობა, მათ საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა და ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა საჭირო მსგავსი ტიპის პანსიონატების არსებობა, ამიტომ მე შევთავაზე განათლების კომიტეტს, რომ ჩვენ ჩავატაროთ მოსმენა ამ საკითხზე და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩაინიშნება ეს მოსმენა და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან