|
2021-06-01 15:58:16, 969 ნახვა
კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი გუნდის ამოცანა იქნება, პირველ რიგში, სწრაფად დავუბრუნდეთ კოვიდ-პანდემიამდელ ნიშნულს, მათ შორის ავიარეისების მიმოსვლის კუთხით
„ავიაციის, ტურიზმის და მთის კურორტების სექტორების განვითარების ხედვა არის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი. მოკლე ვადაში ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ სწრაფად შევძლოთ და დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. პანდემიამდე საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემები გვქონდა, რისთვისაც ყველამ, კერძო სექტორთან ერთად ბევრი ვიშრომეთ, ვიზრუნეთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია ტვ-პირველის გადაცემა „საქმიანი დილა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ამ პროცესში თავის კორექტივები შეიტანა და დღეს უწყებას უკვე უწევს არსებულ რეალობასთან სწრაფად ადაპტირება, პრაქტიკულად, ნულიდან დაწყება. „აქ თავისი სირთულეებიც შემოდის, რადგან ერთია ქვეყნის კერძო სექტორის მცდელობა, რომ სწრაფად დაუბრუნდეს კოვიდ-პანდემიამდე ნიშნულს, თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორიც, რაც გულისხმობს გლობალური ვაქცინაციის ტემპს. და მეორე - გლობალურად ავიაციის სექტორი ძალიან დაზარალდა და ეს საერთაშორისო საზოგადოებაში უკვე შეფასებულია, როგორ უპრეცედენტოდ მაღალი დარტყმა ავიაციაზე. ჩემი, ჩვენი გუნდის ამოცანა იქნება პირველ რიგში, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ კოვიდ-პანდემიამდელ ნიშნულს, მათ შორის ავიარეისების მიმოსვლის კუთხით - სიხშირეები, ახალი მიმართულებები, ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანიების დაბრუნება ჩვენს ბაზარზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ავიაციის დარგის სტიმულირებისთვის პირველ რიგში გარდამტეხი და გადამწყვეტი იქნება ქვეყნის და შესაბამისი უწყებების პროაქტიულობა იმ მოლაპარაკებების რეჟიმში, რომლებსაც ყოველდღიურად აწარმოებენ პარტნიორ ავიაკომპანიებთან. მან ასევე აქცენტი გააკეთა ვაქცინაციის ტემპისა და საემიგრაციო რეგულაციების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ის საემიგრაციო რეგულაციები, რომლებიც საქართველომ შეცვალა საჰაერო გზით შემოსული მგზავრებისთვის, იყო პირველი სამოტივაციო ბიძგი, რამაც განაპირობა ის, რომ დღეს ქვეყანა უკვე დაუბრუნდა დაახლოებით 55%-ს იმ ნიშნულისა, რომელიც 2019 წელს გვქონდა. „ის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ვაქცინაციის სრული დოზა აქვს ჩატარებული და საქართველოში შეზღუდვების გარეშე მოფრინავს - არის უდიდესი სტიმული არამარტო ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ან ავიაციის ინდუსტრიისთვის, არამედ თავად ავიაკომპანიებისთვის, იმიტომ, რომ ეს მათთვის უკვე გადაზღვეული რისკია, რომ ეს მიმართულება აღადგინონ. და მეორე - მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ვაქცინაციის სრული დოზა ჩატარებული (დაახლოებით 50-მდე ქვეყანაზეა საუბარი და ყოველდღიურად ემატება ახალი მიმართულებები ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე), ვალიდური პისიარ ტესტირების რეჟიმით და საქართველოში ყოფნის მესამე დღეს ტესტირების რეჟიმით ამ მგზავრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ეძლევათ საქართველოში შეუზღუდავად შემოსვლის შესაძლებლობა. ეს იყო პირველი, შეიძლება ითქვას თამამი და მთავარი განაცხადი, რაც პროაქტიულად გაკეთდა ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)