23:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-25 16:36:09, 888 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ კომპანია Ottobock SE & Co. KGaA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  პროთეზების მწარმოებელ  ცნობილ გერმანულ  კომპანია (Ottobock) ოტობოკ-სა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის  ეროვნულ ცენტრს“  შორის  სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს  ხელი  თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა,  Ottobock SE & Co. KgaA-ის   წარმომადგენლებმა,  დენის ვოლტერმა და  შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა, თამილა ერისთავმა მოაწერეს.

მემორნადუმი   თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის  საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას,  გერმანული მხარის მიერ პროფესიონალი კადრების დახმარებით სათანადო კონსულტაციების გაწევასა და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის  ამაღლებას ითვალისწინებს.  თანამშრომლობის ფარგლებში  დაგეგმილია ასევე  გერმანული მხარის  წარმოებული დამხმარე საშუალებებით საქართველოში, „რეაბილიტაცია-ადაპტაციის  ეროვნულ ცენტრის“   ბაზაზე შესაბამისი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის  დამზადება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics