23:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 12:55:32, 1160 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებული იუნკერები დააჯილდოვეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ  უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ წარჩინებულ იუნკერებს - ნუგზარ ქვარიანს, ამირან არბოლიშვილს, ლუკა ბარძემიშვილს, ვერიკო თორდიას, მარიამ ელიკაშვილსა და ნიკო ფილიშვილს საპატიო სიგელები,  მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინიციატივითა და მინისტრის მხარდაჭერით,  2020 წლის 23 დეკემბერს დამტკიცდა სტიპენდიის მიღების ახალი კრიტერიუმები, სადაც მინიმალური სტიპენდია ყველა იუნკერისთვის 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ახალი ბრძანების თანახმად, წარჩინებული იუნკერების სტიპენდია აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 300, 400 და 500 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics