2020-05-16 10:57:07, 13336 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 27 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„26 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 9 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა. ამ ეტაპისთვის დაგვრჩა 27 დადასტურებული პაციენტი. გუშინ მივიღეთ 4 პაციენტის შესაძლო შემთხვევა, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები. მათი კვლევა დღეს დილას დაიწყება. ამ ეტაპზე სტაციონარში კოვოდით მძიმე ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაშია. მასთან მიღებული გაუმჯობესება სტაბილურია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან