22:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 10:47:18, 4821 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული, მათი წყაროები ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი წყაროები ცნობილია.

მისი თქმით, 3 პაცინტი, რომლებიც კონტაქტებს წარმოადგენს, განმეორებით ტესტირებას საჭიროებს.

„გუშინ დილას გვქონდა 170 შემთხვევა, დღეს დილას უკვე გვაქვს 188 შემთხვევა. ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. მათი ინფექციის წყაროები ცნობილია და ჩვენთან არის კონტაქტები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი. 3 პაციენტთან, რომლებიც კონტაქტები არიან გაურკვეველი პასუხებია და მოითხოვს განმეორებით ტესტირებას და ეს ალბათ, დღის განმავლობაში გაირკვევა“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics