|
2015-01-23 18:23:19, 545 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ჭიკაიძეს არ ჰქონდა საკმარისი მომზადება თანამდებობისთვის, ისევე როგორც მის წინამორბედ ღარიბაშვილს
„ცოდვა ჭიკაიძეს არ ჰქონია, მას არ გააჩნდა საკმარისი მომზადება ასეთი თანამდებობისთვის, ისევე როგორც მის წინამორბედ ირაკლი ღარიბაშვილს. ორივე შემთხვევაში, ჭიკაიძე და მისი წინამორბედიც უბრალოდ იკავებდნენ სკამს, რომლისკენაც ბევრი იყურებოდა და სურვილი სხვას რომ არ გაჩენოდა, ამიტომ ისინი დაინიშნენ“,-ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარისვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადომასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, ჭიკაიძე დათვური სამსახურის მსხვერპლია, რომელიც მას ხელისუფლებამ გაუწია. „მაღარიჩი აქვს გადასახდელი ჭიკაიძეს. ვიცი მისი ოჯახის დამოკიდებულება მისი მინისტრობის მიმართ, ძალიან წესიერი ბიჭია, ძალიან კარგი ოჯახის შვილია და ახლა ნაღდად იქეიფებენ. ახლა ალბათ სადღაც ზის და ქეიფობს“,-დასძინა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)