03:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 22:04:07, 4990 ნახვა

სხვადასხვა
მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია მინიჭების პროცესი დაიწყო.
ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ადასტურებს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. 
საპატრირქოს სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ძინამძღოლის, კიევის პატრიარქს ფილარეტის და უკრაინის აპოსტოლიკური ეკლესიის პატრიარქის მაკარის ანათემები გააუქმა, რადგან მიიჩნია, რომ რუსეთის საპატრიარქო აღნიშნული მღვდელმთავრები ანათემას პოლიტიკური მოტივებით გადასცა.
სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა დაენიშნა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი.
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი მიმართა მხარეებს, თავიდან აირიდონ ეკლესია-მონასტრების მითვისება ან დატაცება. 
„მსოფლიო პატრიარქს, როგორც პირველს თანასწორთა შორის, სურს დაიბრუნოს თავისი კანონიკური უფლება და დააბრუნოს (უკრაინის) ეკლესია კონსტანტინოპოლის მმართველობაში. ამის შემდეგ დაიწერება ტომოსი (ბრძანება) უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“, - წერია მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის დადგენილებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics