13:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 17:44:47, 580 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ორი კვარტლის შედეგების შესაბამისად, შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირებაზეც ვისაუბროთ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს შეადგენს. როგორც ხუციშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პიოლიტიკის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, შესაძლებელია, ეს მაჩვენებელი წინასწარი მონაცემებით, 2%-მდე შეიცვალოს.
მისივე განმარტებით, ორი კვარტლის შედეგების შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირებას არ გამორიცხავენ.
"რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე პირველი კვარტალის შედეგებით, წინასწარი მონაცემებია ეს, შეადგენს  3.2  პროცენტს.იანვარში იყო 0.5%, თებერვალში 4.9%, ხოლო მარტში 4.3%, ჩვენს მიერ შეფასებული იქნა სავალუტო ფონდთან ერთად, რომ  შესაძლებელია წინასწარი მონაცემებით წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2 %-მდე შეიცვალოს.ხოლო უფრო ზუსტად ვფიქრობ, მეორე კვარტლის დასრულების შემდეგ შეგვეძლება, რომ გარკვეული ანალიზი გავაკეთოთ.ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტი და დაგეგმილია 5% იან ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო ორი კვარტლის შედეგების შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირებაზეც ვისაუბროთ",-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics