00:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 16:08:18, 1263 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტს აგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.

აჭარის დელეგაციის წევრებმა  შეხვედრები უკვე გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. დღეს ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს და ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა. ბათუმსა და ტრაპიზონს შორის დამეგობრებას ხელი 2000 წელს მოეწერა. მას შემდეგ ორ რეგიონსა და ორ ქალაქს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა  მიმდინარეობს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აჭარისა რეგიონსა და ტრაპიზონის გუბერნიას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტურიზმისა და ეკონომიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ და საგანმამათლებლო სფეროებში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზის  და მის მოადგილეს 16 ივლისს ქ. გირესუნთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრებისთვის  გაწეული დახმარებისათვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შავი ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი საკრუიზო მარშრუტის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი რეგიონისა და ორ ქვეყნის ტურიზმის განვითარებას.

აჭარის დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთის მეზობელ რეგიონებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics