2017-10-18 10:39:22, 685 ნახვა
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ინტენსიური თოვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია”, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ავტორი: ,