2015-05-01 16:41:22, 361 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირების ორგანიზიებით, ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა იმართება
პროფკავშირების ორგანიზიებით, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეები შრომის კოდექსში ცვლილებებს, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვას ითხოვენ.
აქციას „პროფესიული კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაციის" მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ.
შეკრებილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შრომის კოდექსში 2013 წელს შეტანილი ცვლილების გამო, რის შედეგადაც, მათი განცხადებით, იმპლემენტაცია სამუშაო ადგილებზე დღემდე არ სრულდება.
აქციის მონაწილეები თბილის პარლამენტისკენ სტვენით და შეძახილებით მიემართებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან