11:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 16:03:32, 578 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, თამარაშვილის 13 ნომერში

თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების  სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი მივიდა.

გიორგობიანმა ხეების მოჭრის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად კომპანია "არქი ჯგუფს" დააკისრა და განაცხადა, რომ ხეების მოჭრის თაობაზე ნებართვა  არსებობდა, თუმცა ის საკრებულოს მიერ გაცემული არ იყო.

"ხეების მოჭრა არის შეჩერებული და ვიდრე არ იქნება აღნიშნული საკითხი განხილული საკრებულოში,  მანამდე ეს პროცესი აღარ გაგრძელდება.თუ რაიმე დაშავებულია პასუხისმგებლობას აიღებს ის, ვინც დააშავა.ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი შეუძლია დააყენოს საკრებულომ და დედაქალაქის მერმა",-განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო,  რამდენიმე მრავალწლიანი ხე მოჭრეს,  30-მდე ხის მოჭრა კი, იგეგმება.  მოსახლეობა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების  სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს. ადგილობრივების მხარდასაჭერად  იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იმყოფებოდა. ელისაშვილს თავდაპირველად  ტერიტორიაზე, სადაც ხეები  მოიჭრა,  არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით, ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა და დავით ნარმანიამ  თანამდებობები  უნდა დატოვონ.

არსებული ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე   კომპანია "არქი ჯგუფი"  პროექტ "გრინ სითის" ახორციელებს. თამარაშვილის 13 ნომერში  ამ დროისთვის სიმშვიდეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics