21:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 17:09:11, 1017 ნახვა

რეგიონი
აჭარის სამინისტროების თანამშრომლებისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით C ჰეპატიტის სკრინინგი სამინისტროების თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

C ჰეპატიტის სკრინინგი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთა თანამშრომლებისთვის ჩატარდა.

„2015 წლის 1 ივნისიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქტიურად მონაწილეობს თანადაფინანსების კომპონენტში, კერძოდ, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბენეფიციარები. თანადაფინანსების კომპონენტი სოციალურად დაუცველებისათვის შეადგენს 30%-ს, ხოლო სხვა დანარჩენებისათვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის 60%-ს.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მკურნალობაში ჩართული იქნა 2591 პირი, მ.შ. ბათუმში -1521, ქობულეთი- 696 , ხელვაჩაური- 309, ქედა- 21, შუახევი- 21, ხულო- 23. მკურნალობა დაასრულა და გამოჯანმრთელდა 1417 პირმა, მ.შ. ბათუმში -842, მუნიციპალიტეტებში -575. დღეის მდგომარეობით, მკურნალობას 590 ბათუმის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 442 მკვიდრი აგრძელებს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics