14:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 14:03:01, 624 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რესოციალიზაციის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რესოციალიზაცია“ სახელმწიფო პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ირაკლი კოკაია, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმის ხელმძღვანელი ნანა გორგილაძე.

პროგრამას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფინანსებს.

პროგრამა - „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რესოციალიზაცია“, აჭარა-გურიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“-ს მიერ ხორციელდება. პროგრამის მიზანია, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics