12:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 11:32:44, 718 ნახვა

რეგიონი
ბათუმი სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს

ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.

კონგრესის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავრი განსახილველი თემაა - "მედიცინის ესთეტიკური შესაძლებლობები - სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე".

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მედიცინის დოქტორის, პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის დაჯილდოება მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე მოეწყო მისი მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. სტომატოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი ორდღიანია და 15 ივლისს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics