12:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:06:19, 588 ნახვა

რეგიონი
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გერმანიის მოქალაქე დააკავეს - „სუს-ი მის გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს“

ფიჩორის დასახლებულ პუნქტში ე.წ. მესაზღვრეებმა გერმანიის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამოა დაკავებული.

რუსი ოკუპანტების თქმით, მამაკაცმა აღნიშნა, რომ ის ტურისტია და ე.წ. საზღვრის შესახებ ინფორმაცირებული არ იყო.

დეტალების გასარკვევად "ექსპრესნიუსი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ იქნა დაკავებული გერმანიის მოქალაქე.

"გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად", - განაცხადეს სუს-ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics