10:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 19:28:08, 738 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურებას გამოეხმაურა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საჯარო მოხელეების ანაზრაურებასტან დაკავშირებით კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

პატარაძემ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურები პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული და მათი ანაზღაურება მინიმალურია.

„როგორც იცით, ჩვენ ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ. შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს ჩვენს მთავრობაში ერთგული ადამიანები მუშაობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ კადრები, შესაბამისად, მათ ნორმალური და ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს მომავალში და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რათა ზომიერება იყოს დაცული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვენელოვანია მუშაობა და კოორდინაცია. ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ისინი იმ მინიმუმს ღებულობენ, რაც უნდა მიიღოს სახელმწიფო მოხელემ", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში სხვადასხვა საჯარო სამსახურში 3641 ადამიანია დასაქმებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აჭარის ორგანიზაციამ აჭარის მთავრობის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და დეპარტამენტების საჯარო მოხელეებზე გაცემულ გასამრჯელოსთან დაკავშირებით 2015-2016 წლის კვლევა გამოაქვეყნა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics