2015-03-30 17:29:39, 362 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება
„კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება“,-ასე გამოეხმაურა ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოქალაქის კითხვას „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კოალიციის დაშლა არ იქნება პოლიტიკური სენსაცია და კატასტროფა.
"კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება - ეს ყველამ ვიცით, ასე რომ, ეს არ არის პოლიტიკური სენსაცია და კატასტროფა. ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკური რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე პროცესი. კოალიცია რის გამოც შეიქმნა, ყველამ ვიცით. ასე რომ, მისია უკვე შესრულებულია. ვნახოთ, კოალიციის წევრები რას გადაწყვეტენ და მერე ვიმსჯელოთ ან შევაფასოთ ამ შედეგიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე კოალიციის დაშლას არანაირი საშიშროება არ ემუქრება,"-განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან