15:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 18:34:28, 626 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ ევროკავშირის ელჩს მხარდაჭრისათვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოებისათვის გაღებულ წვლილს, კერძოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ჩართულობის საკითხსაც შეეხო.

„თავდაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელსაც ემყარება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ჩავატარეთ 250-მდე შეხვედრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვახორციელებთ მონიტორინგს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში და ასეთი ფორმით წარმოვადგენთ ევროკავშირს“, - განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და EUMM-ის წარმომადგენელი დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics