12:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:18:14, 651 ნახვა

სამხედრო
პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას 26 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ გვარდიას 26 წლის იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ეროვნული გვარდიის შექმნიდან  26 წელი გავიდა.  საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ და მისმა ღირსეულმა წარმომადგენლებმა, დაარსებიდან დღემდე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ თითქმის ყველა ბრძოლაში - ქვეყნის სიძლიერისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეროვნულმა გვარდიამ, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ღირსეული საფუძველი ჩაუყარა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ულოცავს ეროვნული გვარდიის უფროსს ლევან გამყრელიძეს, გვარდიის სრულ შემადგენლობას დღევანდელ დღეს და პატივს მიაგებს ქვეყნის სამსახურში დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics