16:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:38:31, 2185 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: ერთი, ან ორი პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თხოვნით, საზოგადოებას განუმარტა, თუ როგორ დგინდება საქართველოში საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი.

ქუცნაშვილის თქმით, საუბარი, რომ საქართველოში საშუალო ინფლაცია 3%-იანია, დაუჯერებლად  ჟღერს, რადგან გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება.

გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში ფასების ინდექსი გამოითვლება საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის შემოწმებას დრო და დრო ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

„დღესდღეობით დაახლოებით 295 პროდუქტია ჩართული და ყოველწლიურად ხდება ამ სამომხმარებლო კალათის შეცვლა იმის მიხედვით,  რა შედგებს მოიტანს ის გამოკითხვ , რომელიც უნდა ჩატარდეს ინფლაციის გამოანგარიშების გასაუმჯობესებლად. ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი მიდის“,-განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ  ერთი, ან ორი პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება და პირიქით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics