13:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 23:16:52, 445 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: საზოგადოება, თუ ვერ შეაფასებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ

„საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა თუ ვერ შეაფასებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ“,-ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 2030-თან სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოება,ჩვენი მოსახლეობა თუ ვერ შეაფასებს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას, ჩვენი საზოგადოება , თუ ვერ გაიგებს და ვერ შეაფასებს სწორად ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისგანვე არჩეული მთავრობისგან, შეიძლება, ჩვენ ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში ჩვენ, საუბედუროდ, სხვისგან ვერ მოვასწარით თუ ვერ მოვახერხეთ გვესწავლა, როგორ უნდა გვემართა საკუთარი ქვეყანა, გამოცდილება არ გვქონდა და ყველა ტიპის უბედურება, რაც კი შეიძკება არსებობდეს, საკუთარ თავზე გადავიტანეთ - სამოქალაქო ომი ვიწვნიეთ, შემდგომ დანგრეული ქვეყანა და მასიური კორუფცია და მესამე მთავრობას თუ გავიხსენებთ, ყველაზე დიდი უბედურება, ორივე ერთად გაერთიანებული – მოძალადე ხელისუფლება მივიღეთ და მე ანალიზს არ ვაპირებ დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში", -განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილმა დასძინა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოსახლეობას საკუთარი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა დაუბრუნდა.

"საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ აირჩიოს და როგორ. ეს საკითხები ისე იყო გადადებული თუ გახსოვთ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, თუ გახსოვთ, აქ აქცენტსაც აღარ აკეთებდნენ, რომ აქ ასარჩევი იყო. ვიღაც იტყოდა გარეთ, ჩვენი სამეგობროდან და ის გადაწყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და როგორ უნდა არჩეულიყო პარლამენტი. მოსახლეობას ახლა ლეგიტიმური უფლებები დაუბრუნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics