2016-06-26 10:44:16, 1167 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დიდი ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ყველა ერთად ვაცხადებთ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რომ დასრულდეს გაურკვევლობა და მოგვეცეს შესაძლებლობა, ევროპის მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა შტაინმაიერმა
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან