2016-06-17 14:55:53, 1219 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი: რუსეთისგან ახსნა-განმარტებებს ველოდებით
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სირიაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ამბოხებულების პოზიციებზე ავიაიერიში განახორციელა.
სამინისტროს წამომდგენელი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს, reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იერიში ამბოხებულთა იმ ჯგუფზე განხორციელდა, რომელიც აშშ-ის მხარდამჭერია და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის.
წარმომადგენელის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ამ საკითხს რუსულ მხარესთან აუცილებლად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიაში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სირიის ქალაქ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რისკის ქვეშაა.
"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი მოთმინება შეუზღუდავი არ არის", - განაცხადა ჯონ კერიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან