03:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 13:24:30, 811 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: სესხების გადავადება პრობლემის ფუნდამენტურად მოგვარებას არ ნიშნავს

"სესხების გადავადება პრობლემის  ფუნდამენტურად მოგვარებას არ ნიშნავს",-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცადა.
მისივე განმარტებით, პრობლემის ფუნდამენტურად მოგვარება არის  ეკონომიკაში სავალუტო ნაკადების აღდეგნა, რომელიც ლარის გამყარებაზე  ზეწოლას გამოიწვევს.
"ჩვენ ერთი კვირის ვადაში განვიხილავთ ყველა ბანკის მიერ შემუშავებულ  სქემას. სესხების გადავადება, მინდა ცალსახად აღვნიშნო, ეს არ არის პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება, ეს არის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა, რომ მომდევნო თვეებში სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა,  ეს არის ეკონომიკიაში  სავალუტო ნაკადების აღდგენა, რომელის გამოიწვევს ზეწოლას უკვე ლარის გამყარებაზე და ლარი გამყარდება და შესაბამისად, ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეუმცირდებათ მოსახლეობის იმ  ნაწილს, რომელსაც კრედიტი დოლარში, შემოსავალი კი, ლარში აქვთ",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics