23:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 17:03:29, 3783 ნახვა

კულტურა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ლონდონში არტ პროექტის „მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია შედგა

„თიბისი ბანკისა“ და არაკომერციული ფონდის “cARTveli” მხარდაჭერით, ლონდონში, რიჩმიქსის თანამედროვე არტ სივრცეში, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით „მემკვიდრეობა“ გაიხსნა.

„მემკვიდრეობა“ თანამედროვე მულტიმედიური პროექტია, რომლის ავტორი ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში მოღვაწე ქართელი არტისტი, ლევან მინდიაშვილია. პროექტზე მასთან ერთად თანამედროვე ქართველი ხელოვანები, ტატო ახალკაციშვილი, ირაკლი ბუგიანი, უტა ბექაია და არგენტინელი მხატვარი, კრისტიან ტონჰაიზერი მუშაობდნენ.

გამოფენის მიზანს ისტორიული წარსულის გააზრება - ადამიანის ინდივიდუალიზმზე საბჭოთა დიქტატორული ეპოქისა თუ სხვა ისტორიული კონტექსტების გავლენის ხაზგასმა იყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, ხელოვანთა პირადი ნივთებისგან შექმნილი ინსტალაციები, რომლებიც ახლო ისტორიული წარსულის ერთგვარ ვიზუალიზაციას წარმოადგენდა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics