02:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 17:59:03, 975 ნახვა

კომენტარი
გიორგი პაპუაშვილი: სანამ წავალ, რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ყველა იმ   საქმეზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზეა გამოსული განსახილველად, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამის შესახებ  პაპუაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე  განმარტებით,  "რუსთავი2"-ის, ასევე ეროვნული ბანკის საქმეზე გადაწყვეტილება  საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი:

"რეზონანსულ საქმეებზე  სექტემბრის ბოლომდე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რამდენიმე მათგანზე უკვე იწერება სარეზოლუციო ნაწილი და განჩინებაც  ვვარაუდობთ, რომ მალე გამოცხადდება. მაგალითად,  ეროვნული ბანკის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის  დამუშავება თითქმის დასრულებულია",-განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს  უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოსთვის ეწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics