13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 12:02:04, 369 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, გოჩა რატიანმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიაში მაღალი დონის სტრატეგიული მმართველობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომის მონაწილეებითვის სიტყვით მიმართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მასპინძელ მხარეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიებს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გოჩა რატიანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობასა და  უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც გაამახვილა.

ამასთან, სტრატეგიული მმართველობის პროგრამის  ფარგლებში, 28 ქვეყნის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად, გოჩა რატიანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში სტრატეგიული მართველობის შესახებ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. მათ მმართველობის თეორიებსა და პარადიგმებზე, სტრატეგიულ განვითარებაზე, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე, ანგარიშვალდებულებასა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზეც იმსჯელეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics