10:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 12:49:43, 381 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს პარლამენტში იბარებენ

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ლარის გაუფასურების გამო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებენ.

ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ფრაქციის სახელით შესაბამისი წერილი უკვე გადაეგზავნათ.

"ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ვითარება, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარი 20%-ით გაუფასურდა. ხელისუფლება და მთავრობა მოსახლეობას სთავაზობს მტკნარ ტყუილს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. საზოგადოება სხვა რეალობაში ცხოვრობს და სხვა რეალობაში ცხოვრობს მთავრობა. ჩვენ - "თავისუფალი დემოკრატები" მოვითხოვთ, მოვიდნენ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ფრაქციის სხდომაზე და წარმოადგინონ ანგარიში, თუ რა გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში არ ჩავარდეს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები იქნება განმაპირობებელი იმისა, გაგრძელდება და გაღრმავდება თუ არა ეკონომიკური კრიზისი, თუ რეალურად შეუძლიათ რამის გაკეთება", - განცხადა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics