01:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:21:49, 739 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 28 არტილერისტი შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო სკოლის მიერ მომზადებული 28 არტილერისტი შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, უმცროს ოფიცერთა მომზადების სპეციალიზაციის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, ახალგაზრდა ოფიცრებს სერთიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გადასცეს.

უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი 28 სექტემბერს დაიწყო და 28 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

7 თვის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულმა ოფიცრებმა არტილერიის სპეციალობისთვის საჭირო დისციპლინები შეისწავლეს. მსმენელები საარტილერიო ცეცხლის მომსახურების პროცედურებს და სროლისა და ცეცხლის მართვის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ახალგაზრდა ლეიტენანტები პრაქტიკაში ეცნობოდნენ შეიარაღებულ ძალებში არსებულ საარტილერიო შეიარაღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics