02:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:50:13, 383 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ იქონიებენ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს ეხება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე ეხმაურება.

როგორც კერესელიძე განმარტავს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე მესამე ქვეყნები გავლენას ვერ იქონიებენ.

„საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და  ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის   უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება  დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ. ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ ნატო-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.     სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ აყენებს ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ორჯერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ასეთივე ვალდებულების აღების საკითხს. აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადებით რუსეთი ფაქტობრივად იქვემდებარებს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო სამხედრო გაერთიანებებს, რითაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics