13:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 10:18:40, 682 ნახვა

საზოგადოება
უკრაინა: რუსული მხარის მიერ თავდასხმის შედეგად კიევში სამედიცინო დაწესებულება დაიწვა, არის მსხვერპლიც

ღამის განმავლობაში რუსული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში სამედიცინო დაწესებულება დაიწვა, არის მსხვერპლიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მათ ოთახების შემოწმებისას აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ცხედარი. 25 პირის ევაკუაცია განხორციელდა.

გვიან ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ფასტივისრაიონიც, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

ამასთან, რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად კრამატორსკის თემში დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics