16:19 - 16 Apr, 2026
|
2016-03-28 12:34:59, 1044 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში აქციაზე ნაციონალისტები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბრიუსელში ბურსის მოედანზე ნაციონალისტებმა სოლიდარობის აქციის დაშლა სცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ნიღბიანებმა იმ მანიფესტაციის შინაარსი გააპროტესტეს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ უკვე 1 კვირაა ქალაქის ცენტრში იმართება. რადიკალური ჯგუფის გაღიზიანებას, სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა გლოვის ცერემონიალში მუსლიმებიც მონაწილეობენ. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ნაციონალისტები მოედანზე ანტიისლამური შეძახილებით მივიდნენ. მშვიდობიანმა მომიტინგეებმა მათ საპასუხოდ ნაცისტები უწოდეს. ვითარება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. რადიკალები სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. ადგილზე ასევე სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)