10:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 00:47:03, 14926 ნახვა

პოლიტიკა
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროს დღეს დილით დატოვებს

 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს | მისი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ციხესთან შეკრებას 10:00 საათიდან აპირებენ
 ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს
 წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს და დააპატიმრეს: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი
 ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით. პროცესები 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა "ფორმულას" ინფორმაციით, ამ  ვადამ 2 თვით გადაიწია, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერები  ჯერ დატოვებენ საპატიმროს და შემდეგ გახდება ცნობილი, ისევ შეაბრუნებენ თუ არა მათ ციხეში. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო წელიწადნახევარი მიუსაჯეს ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics