15:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 13:16:26, 1045 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი - ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომიდან პროკურატურას მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდიან. აღნიშნულის მიზეზი საქმის სწრაფად დასრულებაა.

„შემდეგ სხდომაზე ბატონ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ვეცდები პოზიცია დავაფიქსირო. ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, მტკიცებულებების უდავოდ გახდა იმას არ ნიშნავს, რომ ბრალს ვეთანხმებით, უდავოდ გახდა ნიშნავს იმას, რომ დაველოდებით, სასამართლო რას იზამს, მას არჩევანის წინაშე დავაყენებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics