01:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 10:27:42, 1274 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის განკარგულებებს

როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის განკარგულებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დაწერა.

მისი თქმით, მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე.

„მძიმე დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ. მრავალი კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასირებული თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ღამით რუსეთმა ასობით დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის, სულ მცირე, სამი ბავშვი. როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი გასცემს მეტი დარტყმის, თავდასხმისა და ბავშვების მკვლელობის განკარგულებებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ცეცხლის სრული, უპირობო და გრძელვადიანი შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ მიიღოს ეს და დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics