2025-04-15 13:38:13, 863 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ორ დაკარგულ გოგონას ეძებენ
თბილისში ორ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს ეძებენ - ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, ისინი სკოლის ტერიტორიიდან გუშინ, 14 აპრილს, 14:00 საათის შემდეგ გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.
"გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) - 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან.
გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი.
სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით" - წერს ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,