2016-03-11 20:11:46, 790 ნახვა
სამართალი
გაფრინდაშვილს კანდიდატურა არ მოუხსნია და უნივერისტეტის კანცლერობისთვის ბრძოლას განაგრძობს
გიორგი გაფრინდაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობისთვის ბრძოლას განაგრძნობს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას, კანცლერობიდან მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით გაფრინდაშივილი არ ადასტურებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნა ურჩია.
სტუდენტებს, რომლებმაც ამ მოთხოვნით მთელი ღამე სასაწავლებელში გაათენეს დღეს სოლიდარობა ილიას, სამედიცინოს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოუცხადეს და მათი ნაწილი აქციას შეუერთდა. სტუდენტებთან ერთად აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს ილიაუნის პროფესორებმა და ტყიბულელმა მეშახტეებმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან