2016-03-11 16:39:44, 897 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. პირადი ცხოვრების ვიდეომასალა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის.
ვიდეომასალა Youtube-ზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან