2025-02-27 23:21:10, 650 ნახვა
საზოგადოება
დახმარების ნაცვლად თავდასხმა ვანის გამგებლისგან
ვანის მცხოვრები ნაზი ჩახუნაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ გამგებელმა ალექსანდრე გოგორიშვილმა უყვირა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა აგინა, მეორე პირმა კი ხელი კრა და წააქცია.
შუახნის ქალი "პირველებს" უყვება, რომ დიდთოვლობის გამო გამგებელს დახმარების თხოვნით მიმართა. სოფლიდან მუნიციპალიტეტში წასული კი გაუკვალავი გზების გამო სახლში ვერ დაბრუნდა, არადა საცხოვრებელში ოჯახის სამი წევრი - 88 წლის დედა, 60 წლის ონკოპაციენტი და 32 წლის დისშვილი ელოდება, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ.
ნაზი ჩახუნაშვილის თქმით, ვანის გამგებელმა დახმარებაზე უარი განუცხადა და თავდაპირველად, უთხრა, რომ მძიმე ტექნიკის არარსებობის გამო ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა ქალის განმარტებითვე, როდესაც მეორეჯერ მივიდა გამგებელთან თხოვნით, მან უყვირა, ხოლო მასთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ხელი კრა, მეორემ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,