2025-02-27 20:55:00, 510 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ოცნების ქალაქში, 2-სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, 2-სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. იგი კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მივიდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.
ნიჟარაძემ, რომ კორპუსში 23 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ. მინისტრის განცხადებით, შენობა ავარიულია.
„დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მათ არაერთხელ შევთავაზე შენობის დატოვება. აღნიშნული მოქალაქეებს სათანადო დახმარებას გავუწევთ. 28 ოჯახი იყო რეგისტრირებული, მაგრამ აქ 23 ოჯახი დაგხვდა, რომელთაც გავიყვანთ. მოქალაქეებს ქირით გაყვანას ვთავაზობთ,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მოქალაქეების ნაწილი შენობის დატოვების წინააღმდეგია, ზოგიერთი კი პირადი ნივთების გამოტანას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,