2025-02-26 17:57:07, 485 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა
საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა. ორგანიზაციამ პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი 60-დან 34 ქულა მიანიჭა.
ქვეყანა კვლავ ნაწილობრივ თავისუფლად რჩება - ახალ კვლევას Freedom House ავრცელებს.
„თავისუფლება მსოფლიოში 2025“ საქართველოს 100 ქულიდან 55 აქვს მინიჭებული.“
რაც შეეხება არჩევნებს, ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს არჩევნები 65 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩატარებული არჩევნების უმეტესობა კი საარჩევნო მანიპულაციებითა და ძალადობით გამოირჩა.
„არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.“- ნათქვამია ანგარიშში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,