17:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 13:44:09, 907 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: ასეთ გმირებზე დგას სახელმწიფო და მათ დაფასება სჭირდებათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო.

„ძალიან სამწუხარო დღეა რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად მნიშნველოვანია ის საქმე, რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ. იცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, კიდევ მოხდება გადმოსვენება. ეს არის ყველაზე  ბევრი, რაც დღეს სახელმწიფოს შუძლია გაუკეთოს ამ ოჯახებს, რომ ის ადგილი მაინც არსებობდეს, სადაც ადამიანი მივა და პატივს მიაგებს მათ, საკუთარ ემოციას გამოხატავს. ამიტომ, ჩემი აზრით, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ასეთ გმირებზე დგას ზოგადად სახელმწიფო, ასეთ გმირებს დაფასება სჭირდებათ და მათი საფლავები თუ სამშობლოში იქნება, რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათი ოჯახებისთვის და შემდეგ ქვეყნისთვის.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული  10 მებრძოლის ნეშტს  დიღმის ძმათა სასაფლაოზე  დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics