|
2025-01-08 11:05:42, 1023 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი უკრაინას თავისი ტერიტორიის მიმართ „რეალისტური“ მოლოდინების შექმნისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინას მოუწოდა, „რეალისტური“ მოლოდინები შეიქმნას თავისი ტერიტორიის მიმართ, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება, კონფლიქტის „სწრაფად და მარტივად გადაწყვეტის“ გზა კი დღემდე არ ჩანს. საფრანგეთის მომავალი წლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულების წარდგენისას, მაკრონმა სოციალური მედიაპლატფორმა X-ის მფლობელს, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეს, მილიარდერ ელონ მასკსაც შეუტია და ის „ახალი საერთაშორისო რეაქციული მოძრაობის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთს, რომელიც უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, ამჟამად მისი ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი უკავია.
მაკრონის თქმით, უკრაინელებს „ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები“ სჭირდებათ. ეს არის კიევისადმი პირველი ღია მოწოდება, რომ ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა განიხილოს. როგორც ცნობილია, ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში მიმდინარე თითქმის სამწლიან ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადების შეთავაზების გარეშე სწრაფად დაასრულებს. ამიტომ, 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე ორივე მხარე ბრძოლის ველზე უფრო ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას ცდილობს.
„ევროპას მოუწევს, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ შეერთებულ შტატებს არანაირი სარგებელი არ ექნება იმისგან, თუ უკრაინა დამარცხდება“, - განაცხადა მაკრონმა. იგი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დასავლეთის ქვეყნებისადმი ნდობას „ძირი გამოეთხრება“, თუ ისინი, „დაღლილობის“ გამო, უკრაინის საკითხში კომპრომისზე წავლენ.
ტრამპმა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ გაწეულ დახმარებას „უსარგებლო“ უწოდა. მისი თანაშემწეების აზრით კი, ამერიკული დახმარება იმისთვის უნდა იყოს გამოყენებელი, რომ რუსეთი ტერიტორიულ დათმობებზე დაითანხმონ.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)