06:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 20:11:05, 593 ნახვა

სამართალი
პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული გოგა ხაჩიძის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა.

47 მომხრე, 21 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

თანმდევ კანონპროექტს, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, 36 მომხრე ჰყავდა და 17 - წინააღმდეგი. კანონპროექტის მიღებას მხოლოდ სამი ხმა დააკლდა.

ცნობისთვის, კანონპროექტი, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ იყო ინიცირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics