2016-02-23 23:04:09, 651 ნახვა
სამართალი
ნინო გოგუაძე: თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს
''თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს '' - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე დღეს მიმდინარე პროცესებს.
ნინო გოგუაძემ გვენეტაძის მხარდაჭერის პროცესი გაიხსენა და თქვა, რომ პარლამენტში მის კანდიდატურის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის პრეზიდენტმა ღია გამჭვირვალე წესით შეარჩია და წარადგინა. თუმცა, იქ იქვე აღნიშნავს, რომ დღეს უკვე მიმდინარე პროცესები შეშფოთების საბაბს იძლევა.
''დღეს შეშფოთების საგანი ნამდვილად გვქონდა, რადგან ნამდვილად არ გვესიამოვნა მურუსიძის გვერდით მდგარი ნინო გვენეტაძის ყურება და ვფიქრობთ, რომ თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, გვენეტაძე მოინელოს სისტემამ,'' - განაცხადა ნინო გოგუაძემ გადაცემა არჩევანში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან