23:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 16:53:08, 632 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა

შემოსავლები სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტები აღმოაჩინეს საბაჟო კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ვ.მ. მართავდა.

„ავტობუსში იმყოფებოდა მეორე მძღოლიც, საქართველოს მოქალაქე ა.ც. . ავტობუსის სალონის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უკანა სავარძლებიდან ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ЛИРИКА – 28 კაფსულა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL - 200 აბი. მძღოლების განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები იყო ამანათი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics